ლოჯისტიკა
მიმდინარეობს მიღება. შეგიძლიათ შეავსოთ მსმენელის ბარათი

ლოჯისტიკა არის ნებისმიერი სახის მატერიალური რესურსისა და ინფორმაციის აღრიცხვა, მართვა და კონტროლი. მისი ძირითადი მიმართულებებია: ტრანსპორტის, სავაჭრო, სასაწყობე, სამეწარმეო და დისტრიბუციის სფეროები. ეს კურსი განკუთვნილია ლოჯისტიკისა და აღრიცხვების მენეჯერებისა და ოპერატორებისათვის, რომლებიც მუშაობენ ლომბარდის, ტოტალიზატორის, საწყობის, სატრანსპორტო, გადაზიდვების, მომარაგებისა და დისტრიბუციის დარგში; კურსი მოიცავს ექსელისა და აქსესის იმ აუცილებელ ინსტრუმენტების შესწავლას, რომელიც ლოჯისტიკური ამოცანების ამოხსნაში გამოიყენება; სწავლების პროცესში განვიხილავთ და პრაქტიკულად ამოვხსნით ამოცანებს: კალკულაცია და წარმოების ხარჯთაღრიცხვა, მასალათა ბრუნვა და კონტროლი, დისტრიბუციის კონტროლი; ტრანსპორტისა და გადაზიდვების კონტროლი და ლოჯისტიკა, შედეგების რაპორტირება და ანალიზი; პრაქტიკულად გავაკეთებთ ქეისებს: „წარმოება–მიწოდება“, „სადისტრიბუციო კომპანია“, „მარკეტი“, „ლომბარდი“, „სადაზღვევო კომპანია“

კურსი მთლიანად ორიენტირებულია პრაქტიკულ მასალაზე, თეორიული მასალა ინტერნეტ ლინკებით მოგეცემათ;

კურსს უძღვება პროგრამისტი, რომელიც შეკვეთის სახით ორგანიზაციებს უკეთებს ლოჯისტიკურ აღრიცხვა–კონტროლს, სასწავლო კურსის პრაქტიკული ამოცანები რეალური შეკვეთების მოდელებია; იხილეთ ორგანიზაციების ჩამონათვალი.

,,ინტელექტ ცენტრი“ აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ტიპის ორგანიზაციებთან კადრების გადამზადებაში. ლოჯისტიკის ტრენინგის თემატიკა შემუშავებული იქნება სპეციალურად თქვენი ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად.

სწავლის ხანგრძლივობა
25 ლექცია - 1სთ -იანი.

სწავლის ღირებულება
ინდივიდუალურად - 375 ლარი.
ორ კაციან კგუფში - 300 ლარი.
სამ-ოთხ კაციან ჯგუფში - 250 ლარი.

წარჩინებულ კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციას დამსაქმებელთან.

Web Design By Vasil Rekhviashvili. Copyright © 2010 Intellect Center. All Rights Reserved.