გაძლიერებული ექსელი
მიმდინარეობს მიღება. შეგიძლიათ შეავსოთ მსმენელის ბარათი

კურსი გამიზნულია საბანკო–საფინანსო სფეროს თანამშრომლებისათვის, მოლარე–ოპერატორებისათვის, ბუღალტრებისთვის, გაყიდვების მენეჯერებისთვის, ვისაც რიცხვითი მონაცემების აღწერა, კონტროლი და ანალიზი ეხებათ; კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ავტოფორმულები და მათი გამოყენება (სალარო, ხარჯთაღრიცხვა და cast flow)
  • ფუნქციები:
    1. ფინანსური: Pmt, Nper, Rate,PV, FV,Sln...
    2. მათემატიკური: Sumifs, Trunc, Power, Sumproduct, Floor, Mod...
    3. სტატისტიკური: Count ifs, Countblanc, AVEDEV, DEVSQ, STDEV...
    4. თარიღის ფუნქციები და მათი პრაქტიკული გამოყენება (Sale-ის, ფასნამატის, ვადისკონტროლის), შერეული ტიპის დიაგრამები და გრაფიკები;
    5. Lookup, InDirect, Address, Vlookup, Hlookup, PivolTable, Pivotchat, Pivotreport, ფილტრი, Advanced ფილტრი, Goal seek, solver, Data Table, სცენარები და მაკროსები;
    6. ტექსტური ფუნქციები: Mid, Find, Len, Left, Right, Rept, Trim..
  • გადავჭრით შემდეგი სახის პრაქტიკულ ამოცანებს: დისტრიბუციის კონტროლი, საწყობის დინამიკა, ფასწარმოქმნა, ფულის ბრუნვის სიჩქარე, წარმოების კალკულაცია და ხარჯთაღრიცხვა, ფასთწარმოქმნა და ტარიფიკაცია. დისტრიბუციის კონტროლი, ტრანსპორტირების აღრიცხვა და კონტროლი, სხვა და სხვა საბუღალტრო პროგრამებიდან (მაგალითად ორისიდან) მონაცემების იმპორტი ექსელში და იმპორტირებული ცხრილების დამუშავება; პროპორციული განაწილების ამოცანები, გადასახდელი დღგ–ს და ცვეთის გაანგარიშება, Supply Chain-ის ცხრილთან მუშაობა, მარაგების აღრიცხვა და კონტროლი, მარაგების კონტროლი ვადის გასვლის ჭრილში.
  • გავაკეთებთ და ვისწავლით საგადასახადო დოკუმენტებთან მუშაობას: ინვოისი, სასაქონლო ზედნადები და დანართი, მიღება-ჩაბარების აქტი.
  • ვიმუშავებთ VB-ს მზა კოდებთან: ფურცლის დაცვა, მონაცემების გადაგზავნა ავტომატურად ფურცლიდან ფურცელში და წიგნიდან წიგნში, გამოთვლების დამაგრება ღილაკზე და მაკროსები.
კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ ფინანსურ აღრიცხვას და კონტროლს, სალაროს ოპერაციების კონტროლს, საწყობისა და დისტრიბუციის ზედამხედველობას და მართვას, ფინანსური კალკულაციების წარმოებას და ავტომატიზაციას; გაითვალისწინეთ, რომ სასწავლო კურსში შეტანილია ის პრაქტიკული ამოცანები, რომლებიც დაკვეთის სახით სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის შეასრულა ჩვენმა პროგრამისტმა - მარი შიშმანაშვილმა.

პროფესიონალური კურსი
სწავლის ხანგრძლივობა 20 ლექცია - 1სთ -იანი.
სწავლის ღირებულება:
ინდივიდუალურად - 300 ლარი.
ორ კაციან კგუფში - 250 ლარი.
სამ-ოთხ კაციან ჯგუფში - 200 ლარი.
Web Design By Vasil Rekhviashvili. Copyright © 2010 Intellect Center. All Rights Reserved.