ბიზნეს ინგლისური
მიმდინარეობს მიღება. შეგიძლიათ შეავსოთ მსმენელის ბარათი

მათთვის ვინც საშუალო დონეზე ფლობს ინგლისურ ენას და სურვილი აქვს გაერკვიოს ბიზნეს ტერმინოლოგიაში, მუშაობს ან აპირებს მუშაობას ისეთ თანამდებობაზე, სადაც აუცილებელ ია იცოდნენ საქმიანი ურთიერთობა ინგლისურ ენაზე– ,,ინტელექტ ცენტრი” გთავაზობთ
პროფესიონალურ კურსებს ბიზნეს ინგლისურში
ისწავლება:
I დონე
კომპანიების სტრუქტურა და კომპანიის გაერთიანებების სახეობები - (ამერიკული და ბრიტანული ტერმინოლოგია); ბიზნეს კომუნიკაცია, ბიზნეს ეთიკა; ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა და ტერმინები; პროდუქციის სახეობა, მარკეტინგის ტერმინოლოგია, რეკლამა; სასტუმროების სახეობა, ტერმინოლოგია – აეროპორტში, ვიზების და მოგზაურობების სახეობა; საოფისე ლექსიკა: სამუშაო გრაფიკის სხვაობა, ხელფასები, საკანცელარიო ნივთების ტერმინოლოგია; ფული და ფულადი მოძრაობების სახესხვაობები (ვეკსელი, ჩეკი, აკრედიტივი, გადარიცხვა, განვადება და სხვა); ბანკების სტრუქტურა ზოგადათ - (ამერიკული და ბრიტანული ტერმინების სხვაობა); საერთაშორისო ვაჭრობა - გადაზიდვების პირობები და ტერმინოლოგია.

სწავლის ხანგრძლივობა: - 12 ლექცია

სწავლის საფასური:
ინდივიდუალურად - 220 ლარი
2 კაციან ჯგუფში 180 ლარი
3-4 კაციან ჯგუფში 140 ლარი

II დონე
მეორე დონეს, უკვე კონკრეტულად თავისი სპეციალობის მიხედვით, გააგრძელებს სურვილის მიხედვით ის მსმენელი, ვინც გაივლის პირველ დონეს. საბანკო საქმე, ბუღალტერია, მენეჯმენტი/მარკეტინგი, ეკონომიკა, იურიდიული თითოეული პროგრამა მოიცავს 6 სალექციო კურსს, თქვენ შეიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის საჭირო სპეციალობა და კონკრეტულად გააგრძელოთ მეცადინეობა.

სწავლის ხანგრძლივობა: - 6 ლექცია

სწავლის საფასური:
ინდივიდუალურად - 120 ლარი
2 კაციან ჯგუფში – 100 ლარი
3-4 კაციან ჯგუფში – 80 ლარი

Web Design By Vasil Rekhviashvili. Copyright © 2010 Intellect Center. All Rights Reserved.