მე ვფიქრობ ყველა აქ მოსულის სახელით შემიძლია მადლობა გადაგიხადოთ მარტო იმისთვის, რომ თქვენ არსებობთ და ხართ ასეთი კარგები. აქ არა მხოლოდ ცოდნის შეძენა გვხვდება არამედ სიყვარული, სითბო და სიკეთე. გისურვებთ ყოველივე კარგს რაც ამ ქვეყნად არსებობს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, დასახული მიზნების მიღწევასა და საერთოდ ყველაფერში. დიდი მადლობითა და სიყვარულით მინდა მოვიხსენო ჩემი მასწავლებლები.
11.12.2000 წ.
ხათუნა ბობოხიძე
ხათუნა ბობოხიძე
პირველ რიგში მინდა ჩემი მადლობა მოვახსენო ჩემს მასწავლებელს თამუნა კირთაძეს, ჩემთვის მოცემული სრულყოფილი ცოდნისათვის და იმ მონდომებისათვის, რაც მან ჩემს მიმართ გამოიჩინა. თქვენი კოლექტივის მეგობრული დამოკიდებულება, ჩვენი – მოსწავლეების – დადებითად დამუხტვასა და კომპლექსებიდან გათავისუფლებას იწვევს. მე პატივს ვცემ თქვენს პროფესიონალიზმს და დარწმუნებული ვარ წინსვლა გექნებათ ძალიან დიდი, მით უფრო, რომ ერთ ადგილზე დგომა თქვენი სტილი არ არის! გისურვებთ უდიდეს წარმატებებს!
20.01.2000 წ.
თათა ჩემია
თათა ჩემია
პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თამუნას ასეთი სითბოსათვის და გაწეული შრომისათვის. თამო! ძალიან საყვარელი და თბილი ხარ, მეც და ალეკოსაც ძალიან გვიყვარხარ. გისურვებ ლამაზ ცხოვრებას, ჯანმრთელობას და დიდ სიყვარულს, ნამდვილად იმსახურებ ამას და ასეც იქნება. ასევე დიდი მადლობა „პოსეიდონის“ ყველა თანამშრომელს. ყველანი ძალიან კარგები ხართ! რაც მთავარია თქვენთან სწავლა მართლაც მაღალ დონეზეა. გისურებთ წარმატებებს!...
24.02.2001 წ.
თიკა ყარაშვილი
თიკა ყარაშვილი
მადლობა „პოსეიდონის“ კოლექტივს. გისურვებთ წარმატებებს. საქართველოს სჭირდება ნიჭიერი პიროვნებები, თქვენ სწორედ ასეთები ხართ. იყავით ბედნიერები, ჯანმრთელნი! ჩემს მასწავლებელს, თამუნას, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. თამუნა – შენში მე დავინახე ყველა ის ბრწყინვალე, საუკეთესო თვისებები, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. გისურვებ მრავალ სიხარულს, წინსვლას, ბედნიერებას.
01.07.2001 წ.
ნაისი შალვაშვილი
ნაისი შალვაშვილი
ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა მთელმა კოლექტივმა, და ეს შთაბეჭდილება ყოველთვის კარგ მოგონებად დარჩება ჩემთვის. დიდი მადლიერი ვარ თქვენი ჩემდამი გაწეული ყურადღებისა და სწავლისათვის. ჩემს მასწავლებელს – ნინიკოს – დიდი მადლობა ყველაფრისათვის. იმედი მაქვს, რომ ყველა თქვენგანს შევხვდები ზაფხულში, ზღვაზე, რა თქმა უნდა აკვალანგებით. აბა თქვენ იცით მოემზადეთ საყვინთაოდ!!! მინდა გისურვოთ წარმატებები სამსახურში და პირად ცხოვრებაში. ყველანი ძალიან ლამაზები, თბილნი, ყურადღებიანი, კარგები, კარგები და კიდევ ერთხელ საყვარლები ხართ; და ასეთი კარგები იყავით ყოველთვის. მე ჯერ არ გემშვიდობებით, დროებით კარგად მეყოლეთ. კეთილი სურვილებით ია კერძევაძე–ცეცხლაძე.
10.05.2002 წ.
ია კერძევაძე–ცეცხლაძე
ია კერძევაძე–ცეცხლაძე
ზღვის ლამაზი სამყაროს ფონზე და გულთბილ – ლამაზ მასწავლებელთან ურთიერთობით დაუვიწყარი შთაბეჭდილება თუ შეიძლება შეგექმნას! ის დაუვიწყარი შთაბეჭდილება, რომელიც ცხოვრებას ნათელი ზოლის სახით გაყვება. დიდ მადლობას გიხდით იმ სიკეთისთვის, რომელიც სურნელივით მომახვიეთ და განსაკუთრებით კი ვესიყვარულები ჩემს ლამაზ მასწავლებელს – ნინოს და ვუსურვებ ისეთივე ლამაზ სიცოცხლეს, როგორიცაა ზღვაში შეჭრილი მზის სხივები.
16.05.2002 წ.
მაკა შამუგია
მაკა შამუგია
ძვირფასო „ზღვის მბრძანებელო“! ნება მიბოძე მადლობა გადავუხადო შენი სამფლობელოს თანამშრომლებსა და პირადად შენ გულთბილი მასპინძლობისთვის. შენს საგანძურში მართლაც უამრავი ბრწყინვალე „მარგალიტი“ ინახება, განსაკუთრებით „ნინო“ (სხვები არ მიწყენენ), რომელიც ყველაზე ძვირფასია მათ შორის. გისურვებ სიმშვიდეს, ჯანსაღ, სუფთა გარემოსა და შენი ბიზნესის აყვავებას ხმელეთზე, ისევე როგორც წყალქვეშ.
P.S. გაუფრთხილდი „მარგალიტებს“, არსად გაგებნეს!!!
28.05.2002 წ.
ხათუნა დიდბარიძე
ხათუნა დიდბარიძე
ნინო, შენ ხარ მსოფლიოს ნომერ პირველი მასწავლებელი, ძალიან თბილი, დიდი სიყვარულით სავსე ადამიანი, არ ვიცი როგორ ვთქვა, ერთი თვის მანძილზე ბევრი რამ შემასწავლე კომპიუტერთან ურთიერთობაში, ძალიან თბილი და მეგობრული კოლექტივი ხართ, ალბათ თითოეული თქვენგანი აქ რომ ხართ მეორე სახლში გრძნობთ თავს, კმაყოფილი ვარ ყველაფრით. გისურვებთ წარმატებებს ყველა თქვენგანს საქმიანობის სფეროში. დაე გეცხოვროთ და გებედნიეროთ იმ ატმოსფეროში სადაც იფურჩქნება ძლევამოსილი ბედნიერება.
მიხარია რომ დღეს–დღეობით ჩვენს ქვეყანაში კიდევ არიან ასეთი სიხარულით, სიყვარულით სავსე ადამიანები. გისურვებთ წარმატებებს.
26.11.2002 წ.
ქეთი ბაბინაშვილი
ქეთი ბაბინაშვილი
მინდა გადაგიხადოთ დიდი მადლობა თქვენს კოლექტივს, პირველ რიგში ქალბატონ მარინა წიკლაშვილს, რომელიც მაქსიმალურად შეეცადა ჩვენთვის ახალი პროფესია შეესწავლა. სასიხარულოა რომ ასეთი პედაგოგები კიდევ არსებობენ და ცდილობენ მთელი ცოდნა გადასცენ მოსწავლეებს. ასოციაცია „პოსეიდონს“ გისურვებთ წარმატებებს.
5.03.2003 წ.
ელენე ჯიშკარიანი
ელენე ჯიშკარიანი
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ასოციაცია „პოსეიდონის“ მთელ კოლექტივს იმ ყურადღებისთვის, იმ სითბოსთვის, რასაც ყოველი აქ მომსვლელისთვის არ იშურებს. განსაკუთრებული მადლობა მარინა წიკლაშვილს და ნინო მღებრიშვილს, რომლებიც გარდა იმისა, რომ მთელი არსებით ცდილობენ სრულყოფილად შეასწავლონ საგანი და გაუზიარონ გამოცდილება „მოსწავლეებს“, ამასთან ერთად, თავიანთი არაჩვეულებრივი პიროვნული თვისებების წყალობით მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებენ მათთან. გისურვებთ წარმატებებს მთელ კოლექტივს და აგრეთვე თქვენი საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებას. ყველანი ძალიან მიყვარხართ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
8.04.2003 წ.
ირმა შენგელია
ირმა შენგელია
უპირველეს ყოვლისა მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ზურას, რომ თქვენთან მოსვლა მირჩია. მე ძალიან მიხარია, რომ საერთოდ არსებობს ასოციაცია „პოსეიდონი“ და რა თქმა უნდა არსებობს მისი არაჩვეულებრივი კოლექტივი. ყველანი ძალიან მიყვარხართ, მაგრამ განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მასწავლებელი გამორჩეულად შემიყვარდა. ნინომ თავისი ადამიანურობით მომხიბლა და მოახერხა ჩემი გახსნა, რაც არცთუ ისე ადვილია, რადგან მიჭირს ყველასთან ურთიერთობა. ამისათვის ნინოს დიდ მადლობას ვუხდი და ვეცდები არ დავკარგო კონტაქტი. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოვახსენო ბატონ დავითს და ვუთხრა რომ სანამ არსებობს თქვენს ასოციაციაში ნინო, დარწმუნებული იყავით, რომ ყოველთვის უამრავი ადამიანი იქნება მსურველი ითანამშრომლოს თქვენთან. მე ძალიან გული დამწყდა რომ ასე მალე გაირბინეს დღეებმა და დავამთავრე სწავლა. ყველანი ძალიან დამაკლდებით და მომენატრებით.
14.05.2003 წ.
სოფო აბაშიძე
სოფო აბაშიძე
ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით ვტოვებთ თქვენს ასოციაციას. ნინო, ძალიან საყვარელი ხარ, უშუალო. გვინდა დიდი კმაყოფილება გამოვთქვათ და მადლობა გადაგიხადოთ, რადგან იმაზე მეტი გააკეთეთ ჩვენთვის, რაც გევალებოდა. ნამდვილად კარგი ადამიანი ხარ. ასევე ყველა თანამშრომელს მინდა მადლობა გადავუხადო – ლიას, ვიკას, დათოს. ისინიც ძალიან გვეხმარებოდნენ და ყურადღებას გვაქცევდნენ. მოკლედ, ძალიან კმაყოფილები ვართ. ძალიან კარგები ხართ სუყველა. მინდა გითხრათ, აუცილებლად გავაკეთებ თქვენს რეკლამას ნაცნობებში. არასოდეს დაგივიწყებთ და არც არასდროს დაგვივიწყოთ. აბა, წარმატებებს გისურვებთ.
26.01.2004 წ.
ბაია ფეიქრიშვილი
ნინო დათუკიშვილი
ბაია ფეიქრიშვილი
ნინო დათუკიშვილი
მადლობას გიხდით ასოციაცია „პოსეიდონს“ განსაკუთრებით ქალბატონ ნინო მღებრიშვილს, დიდი მონდომებით და სიყვარულით ჩატარებული გაკვეთილებისათვის. ეს სიკეთე არასოდეს დამავიწყდება, თითოეული დღე იყო ჩემთვის ცოდნის და მხიარულების მომტანი.
12.11.04 წ.
ეკა გვენცაძე
ეკა გვენცაძე
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასოციაცია პოსეიდონს, ნამდვილად ძალიან კარგი თანამშრომლები ჰყავს, როგორც ცოდნის მხრივ, ისე ურთიერთობებში, ყველა ძალიან შემიყვარდა, სურვილი გამიჩნდა რომ ისეც მევლო, ერთი სიტყვით თქვენგან წასვლა ძალიან არ მინდა, იმედია მალე ისევ შევხვდებით. ძალიან მომენატრებით, განსაკუთრებით მარი და ნინო.
27.12.04 წ.
ცირა მარგველაშვილი
ცირა მარგველაშვილი
დიდი მადლობა „საზღვაო საყვინთაო“ ასოციაცია „პოსეიდონს“. ყვინთაობაზე რა გითხრათ, მაგრამ კომპიუტერი კი ძალიან კარგად მასწავლეს, სერთიფიკატიც მომცეს და მისტუმრებენ. დიდი მოთმინება გამოიჩინეს რაც ჩემ ატანაში გამოიხატება. ძალიან მიყვარს ნინი მასწავლებელი. და ჩემს გვერდზე ენერგიული მოლაპარაკე მარი მასწავლებელი. ასევე ნათია და ჩემი გულის გასახეთქ პროგრამას რომ ასწავლის გიგაც. კარგად იყავით იმედია კიდევ შევხვდებით.
12.01.2005 წ.
მარიკა კარიაული
მარიკა კარიაული
დიდ მადლობას ვუხდი ასოციაცია „პოსეიდონს“ განსაკუთრებით ჩემთვის ძალიან საყვარელ მარი ლალიაშვილს. ვფიქრობ რომ მართლაც საფუძვლიანად შევისწავლე ყველაფერი რაც საჭირო იყო და მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ. აგრეთვე დიდ მადლობას ვუხდი ნინო მღებრიშვილს. გისურვებთ წარმატებებს
12.03.05 წ.
ლიკა ბახსოლიანი
ლიკა ბახსოლიანი
დიდი მადლობა ასოციაცია „პოსეიდონს“ და ჩემს პედაგოგს ნათია ზედგენიძეს; გავიარე კომპიუტერის კურსები და მივიღე ცოდნა, „თუმცა ვიყავი მთლად დილეტანტი ამ საქმეში“. ვარ სპეციალობით ბუღალტერ–ეკონომისტი, რაშიც ანუ ჩემს საქმეში თქვენთან მიღებული ცოდნა დიდად გამომადგება. თქვენთან არის ოჯახური, თბილი, მყუდრო გარემო. თქვენგან ქალბატონო ნინო მოდის სულ დადებითი ემოცია. სადაც თქვენ იქნებით, არ მოგაკლდებათ მოსწავლე, ვუსურვებ „პოსეიდონს“ გაგიფრთხილდნენ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!
30.06.2005 წ.
გია ასლამაზაშვილი
გია ასლამაზაშვილი
მე გავიარე პოსეიდონში ბუღალტერის და კომპიუტერის კურსები. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა რომ თავს გავართმევ კომპიუტერთან მუშაობას. დიდ მადლობას გიხდით. პირდაპირ არ ველოდი ჩემი ასაკის, 45 წლის თუ დავძლევდი ამ პროგრამას, მადლობას გიხდით. დიდი სიამოვნებით ვურჩევდი ჩემ გარშემო ყველას რომ აქ მიიღონ ცოდნა.
16.08.05 წ.
ნინო ქევხიშვილი
ნინო ქევხიშვილი
სიტყვები არ მყოფნის იმ მადლიერების გამოსახატად, რასაც იმსახურებს ასოციაცია „პოსეიდონის“ მთელი კოლექტივი. შეუფასებელია ის სითბო, სიკეთე და პატივისცემა, რაც მე მათი მხრიდან ვიგრძენი ორი თვის განმავლობაში. იშვიათობაა, რომ თითქოს ყელა რჩეულმა ადამიანმა, ამ კოლექტივში მოიყარა თავი. ეს, ალბათ დირექტორის ბატონი დათოს და მენეჯერის ქალბატონი ნინოს დამსახურებაა.
ქ–ნო ნინო, დიდი მადლობა იმ სიკეთისთვის, რაც თქვენ ჩემ მიმართ გამოიმეტეთ, კერძოდ ჩემი სწავლა–განათლების მისაღებად. მადლობა იმისთვის, რომ თქვენ ასეთი სათნო და კეთილი ადამიანი ბრძანდებით. გისურვებთ სულ ბედნიერი ყოფილიყავით თქვენ საყვარელ ოჯახში, მთელი ცხოვრების მანძილზე. უდიდესი მადლობა ქ–ნ მარინა წიკლაშვილს. მოხიბლული ვარ მისი განათლებით და ერუდიციით. მე ძალიან ბევრი რამე ვისწავლე მისგან, როგორც პროფესიონალისგან. ღმერთმა გვიმრავლოს თქვენისთანა პედაგოგები. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას ცხოვრებაში.
ქ–ნი თამარი, მართალია ჩვენი ურთიერთობა ხანმოკლე იყო, მაგრამ საკმარისი იყო იმის დასანახად, რომ მეგრძნო მე თქვენგან ის სითბო და სიკეთე, რაც თქვენ ჩემთვის გამოიმეტეთ. დიდი მადლობა იმ ცოდნის მოცემისთვის, რაც ჩემი პროფესიის გაფართოებაში გამომადგება. მე თქვენ არასოდეს დამავიწყდებით. და, ბოლოს ჩემო „პატარა“ მასწავლებელო ნათია დიდ მადლობას გიხდით, როგორც ჩემ პატარა შვილს, რომ ამ ასაკის ქალბატონს, დამაძლევინე ის უხერხულობა, რაც შემოსვლის პირველ დღეებში მქონდა და თქვენმა ასეთმა თბილმა დამოკიდებულებამ შემაძლებინა მიმეღო ის ცოდნა, რაც მთელი ცხოვრება გამომადგება. ნათია, ძალიან კარგი და საყვარელი გოგონა ხარ და მინდა ცხოვრებაში მართა ბედნიერი იყო. გისურვებ, სასურველი ბედი გეპოვოს ცხოვრებაში და ბედნიერი იყო. მივდივარ და გული მწყდება, რომ გტოვებთ. ყველას ისე მიგეჩვიეთ, როგორც ჩემი ოჯახის წევრებს, ძალიან, ძალიან მიყვარხართ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას.
27.10.05 წ.
ლალი ალექსაშვილი
ლალი ალექსაშვილი
...ძნელია მოძებნო დღეს ის ადგილი, სადაც ერთდროულად იგრძნობ დიდ სითბოს, ერთგულებას; მიიღებს იმ ცოდნას, რომელიც თან გაგყვება ცხოვრების მეგზურად, აი სწორედ აქ არის „ასოციაცია პოსეიდონში“.
...ალბათ ერთ ქარიან და წვიმიან ამინდში ზღვის ტალღებმა მოიპარეს ეს თბილი ადამიანები, „ოქროს თევზეს“ მიაბარეს და აი აქ „ასოციაცია პოსეიდონში“ დაიდეს ბინა.
არ შეიძლება დაიშურო თბილი სიტყვები ქალბატონ ნინოსთვის, პირველი შეხვედრა მასთან...ღიმილი, ალერსიანი მზერა, სიკეთის ფიგურა, ...
მოდიხარ მეორე დღეს და ხვდები კომპიუტერის პედაგოგს. პატარა ნამცეცა გოგოს, ჩემს ნათიას, კეთილი, უბრალო, სიკეთის და სიყვარულის გოგოს, მინდა ჩემო ნათია ყოველთვის ბედნიერს და ამაღლებულს გხედავდე, ჩემო „გემრიელო“. ...გადის დღეები და ახალი განცდები გეუფლება, თუ როგორ შეხვდები ქალბატონ მარინა წიკლაშვილს, ქალი ულევი ენერგიის დაუშრობელი წყარო, ადამიანი, რომელიც ჩვენი თვალებითანაც კი იგებს თუ როგორ გავიგეთ ესა თუ ის მოცემული საკითხი. მასში მარტო ცოდნის მაღალ პროფესიონალიზმს კი არა ქართველი ქალის, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანსაც დაინახავთ.
„ეფერება ფურცელს ნაზი სიყვარულით კალამი,
ბგერა–ბგერას მიემატა და მოგეძღვნათ სალამი,
იღიმება იანვარი, ფიფქები ზედ გაცვივათ,
საოცარი სიცივეა და თქვენს გულებს არ სცივათ,
ეს სტროფები უბრალოა, მაგრამ გულით ნაწერი,
სადღეგრძელო იყოს ლექსად–თქვენთვის ეს მინაწერი“.
ყველას დიდი მადლობა, გკოცნით და გეხვევით. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.
...ალბათ ერთ ქარიან და წვიმიან ამინდში ზღვის ტალღებმა მოიპარეს ეს თბილი ადამიანები, „ოქროს თევზეს“ მიაბარეს და აი აქ „ასოციაცია პოსეიდონში“ დაიდეს ბინა.
არ შეიძლება დაიშურო თბილი სიტყვები ქალბატონ ნინოსთვის, პირველი შეხვედრა მასთან...ღიმილი, ალერსიანი მზერა, სიკეთის ფიგურა, ...
მოდიხარ მეორე დღეს და ხვდები კომპიუტერის პედაგოგს. პატარა ნამცეცა გოგოს, ჩემს ნათიას, კეთილი, უბრალო, სიკეთის და სიყვარულის გოგოს, მინდა ჩემო ნათია ყოველთვის ბედნიერს და ამაღლებულს გხედავდე, ჩემო „გემრიელო“. ...გადის დღეები და ახალი განცდები გეუფლება, თუ როგორ შეხვდები ქალბატონ მარინა წიკლაშვილს, ქალი ულევი ენერგიის დაუშრობელი წყარო, ადამიანი, რომელიც ჩვენი თვალებითანაც კი იგებს თუ როგორ გავიგეთ ესა თუ ის მოცემული საკითხი. მასში მარტო ცოდნის მაღალ პროფესიონალიზმს კი არა ქართველი ქალის, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანსაც დაინახავთ.
„ეფერება ფურცელს ნაზი სიყვარულით კალამი,
ბგერა–ბგერას მიემატა და მოგეძღვნათ სალამი,
იღიმება იანვარი, ფიფქები ზედ გაცვივათ,
საოცარი სიცივეა და თქვენს გულებს არ სცივათ,
ეს სტროფები უბრალოა, მაგრამ გულით ნაწერი,
სადღეგრძელო იყოს ლექსად–თქვენთვის ეს მინაწერი“.
ყველას დიდი მადლობა, გკოცნით და გეხვევით. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.
20.01.06 წ.
მარინა კოჭლამაზაშვილი
მარინა კოჭლამაზაშვილი
უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც თქვენთან გამომგზავნა. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მთელ თქვენს კოლექტივს, სიყვარულისთვის. მეგორბრობისთვის, მზრუნველობისთვის და ცოდნისთვის, რომელიც შევიძინე თქვენი წყალობით.
„პოსეიდონი“ დიდი, ლამაზი ოჯახია, პატიოსანი, მშრომელი და კეთილი ადამიანებით აღსავსე. მე ბედნიერი ვარ, რომ ურთიერთობა მქონდა თქვენნაირ ადამიანებთან. აქ უამრავი ადამიანი გავიცანი, დავუახლოვდი და დავუმეგობრდი. მართალია სწავლა დავამთავრე და დღეს სერთიფიკატი უნდა ავიღო, მაგრამ კვლავ ვაპირებ თქვენთან ინტენსიურ თანამშრომლობას. ყველანი ძალიან მიყვარხართ, განსაკუთრებით კი ჩემი პედაგოგი და აღმზრდელი მარი ლაღიაშვილი.
26.04.2006 წ.
ი. ონიანი
ი. ონიანი
დიდი მადლობა სასწავლო ცენტრ „პოსეიდონს“, და ჩემს საყვარელ მასწავლებელს თამუნა თევზაძეს, იმედი მაქვს არ დამივიწყებს და მომწერს ხოლმე. ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი თბილი დახვედრისათვის და სწავლისათვის. გმადლობთ.
09.07.2006 წ.
ნათია ჯანიაშვილი
ნათია ჯანიაშვილი
ქალბატონო მარიამ, არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ, ბრწყინვალე პედაგოგი. გფარავდეს შენ და შენს ოჯახას მარიამ ღვთისმშობელი... სასიამოვნო და კომფორტული იყო შენთან გატარებული საათები. ჩვენი ურთიერთობა გრძელდება... გკოცნი ბევრს... მადლიერი ვარ მთელი კოლექტივის...მადლობას ვუხდი დამფუძნებლებიდან დაწყებული ყველას...აქედან უტვინნოს მეტი, ყველა წაიღებს ცოდნას, მასწავლებლებო დარჩით ასეთი, როგორებიც ხართ და მოსწავლეები არ გამოგელევათ. გისურვებთ წარმატებებს... ქალბატონო ნინო! სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, გისურვებთ წარმატებებს.
28.07.2006 წ.
ციცინო ცხონდია
ციცინო ცხონდია
ქალბატონო მარინა, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისათვის, მართლა ძალიან შემაყვარეთ თავი, სიტყვებით გადმოცემა არ მიყვარს და იმედია ამას წაიკითხავთ... თქვენ ხართ ყველაზე კეთილი, თბილი და უკეთილშობილესი ადამიანი... და გისურვებთ ცხოვრებაში ბევრ წარმატებასა და ჯანმრთელობას.
01.06.2007 წ.
ნათია შენგელია
ნათია შენგელია
აღფრთოვანებული ვარ თქვენით, ძალიან შემიყვარდით, აქ ყველაფერი სავსეა სიყვარულით, სილამაზით და ყურადღებით. თამო, განსაკუთრებით შენათან მიჭირს დამშვიდობება, მაგრამ ეს დამშვიდობება სიმბოლურია მხოლოდ კომპიუტერს დავემშვიდობე და არა შენ. ძალიან ბევრი ვისწავლე შენგან და კიდევ ბევრ რამეს ვისწავლი... მე არ წავედი სამუდამოდ, ისევ დავბრუნდები იცოდე!!!
ნინო!!! შენ ძალიან შემიყვარდი, ძალიან საყვარელი ხარ! უდიდეს მადლობას გიხდით ყველას ჩემი განათლებისთვის. ძალიან მომენატრებით. გკოცნით.
30.10.2007 წ.
თამუნა ჯიხოშვილი
თამუნა ჯიხოშვილი
თუ გინდა ისწავლო, იმხიარულო, შეიძინო საუკეთესო მეგობრები, უნდა მიაკითხო პოსეიდონს. მადლობას ვუხდი იას, ვინც მე აქ მირჩია მოსვლა, მადლობა პოსეიდონს, ის მართლა ძლიერია, დიდი მადლობა და უდიდესი მადლიერების გრძნობა ნათიას, რომელიც ჩემთვის მასწავლებელიც იყო და მეგობარიც გახდა, ნათი გისურვებ დიდ ბედნიერებას, შენ ყველაფერ კარგს იმსახურებ. პოსეიდონს ვუსურვებ დიდ წარმატებებს.
13.12.2007 წ.
შორენა თორაძე
შორენა თორაძე
უღრმესი მადლობა თათია ბოჭორიშვილს. ძალიან სასიამოვნო იყო მასთან ურთიერთობა, როგორც პედაგოგთან და როგორც ადამიანთან. ვუსურვებ წარმატებებს პირად ცხოვრებაში და კარიერაში. აგრეთვე მადლობას ვუხდი სასწავლო ცენტრის მთელ კოლექტივს.
11.01.2008 წ.
ეკა გლოველი
ეკა გლოველი
უღრმესი მადლიერება მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ სს „ელიტ ელექტრონიქსის“ სახელით. დიდი მადლობა რომ არსებობთ და დიდ ცოდნას აძლევთ ადამიანებს. ძალიან კმაყოფილი ვარ აქ მიღებული ცოდნით.
6.06.2008 წ
ს ს „ელიტ ელექტრონიქსი“
ლალი ფაჟავა.
ს ს „ელიტ ელექტრონიქსი“
ლალი ფაჟავა.
მოხარული ვარ, რომ არჩევანი „ინტელექტ ცენტრ“–ზე შევაჩერე, რადგან აქ დამხვდა არა მარტო პროფესიონალი მასწალებელი, მისი ცოდნის არაჩვეულებრივად გადმოცემის უნარით, არამედ თვითონ ის გარემოც, რომელშიც მიწევდა „მუშაობა“. ძალიან მომენატრებით!!! მომავალში აუცილებლად მნახავთ ისევ აქ, რადგან ვაპირებ ცოდნის გაღრმავებასა და ახლის დამატებას. დიდი მადლობა მთელ კოლექტივს!!!
01.12.2008 წ.
ალინა ვართანიანი.
ალინა ვართანიანი.
მე გავიარე IBT კურსი ,,ინტელექტ ცენტრში“ და ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგითა და სწავლების მეთოდით. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის ქალბატონ ვიკას, რომელიც ყველაფერს გარკვევით გვიხსნიდა და საშუალება მოგვცა კარგად გვესწავლა მოცემული მასალა.
04.07.2008 წელი.
თამარ გველუკაშვილი
თამარ გველუკაშვილი
მე ძალიან კმაყოფილი ვარ აქ მიღებული ცოდნით და მინდა დიდი მადლობა ვუთხრა „ინტელექტ ცენტრის“ და თათია ბოჭორიშვილის, ჩემთვის დახარჯული ენერგიისთვის, დიდი მადლობა
P.s. საერთოდ არ მეგონა, თუ ORIS შევისწავლიდი, რაც თათიას წყალობით დავძლიე.
P.s. საერთოდ არ მეგონა, თუ ORIS შევისწავლიდი, რაც თათიას წყალობით დავძლიე.
05.06.2008 წ.
ეკატერინე ნაზრიშვილი
ეკატერინე ნაზრიშვილი
აქედან დადებითი შთაბეჭდილებით მივდივარ და ძალიან კმაყოფილი ვარ „ინტელექტ ცენტრით“ და კერძოდ ნაზი ბენიძეთი და ალბათ მომავალშიც ამ ცენტრს ვეწვევი, რათა სხვა პროგრამაც შევისწავლო.
06.06.08 წ.
ლევან გოგებაშვილი
ლევან გოგებაშვილი
ძალიან კმაყოფილი ვარ „ინტელექტ ცენტრის“. მივიღე ცოდნა, მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგები. ნაზი ბენიძე და ვასო :) ყველა გაკვეთილი არაჩვეულებრივი იყო და სასიამოვნო მოგონებად დამრჩება... ძალიან ძალიან ძალიან მომენატრება აქაურობა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ! თბილი მიღებისთვის და რა თქმა უნდა ცოდნისთვის... ძალიან მწყდება გული, რომ ასე მალე გავიდა ეს დრო... მიყვარხართ!
25.06.2008 წ.
რუსა
რუსა
მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ვიკას, ვინაიდან მან ძალიან დიდი დახმარება გამიწია და ყველანაირად შეეცადა ინგლისური უკეთესად მესწავლა, ძალიან მომწონს ის მიდგომა, რომელიც ქ–ნ ვიკას აქვს მოსწავლეებისათვის. მეგობრული და ძალიან თბილი. ასევე ძალიან მომწონს სწავლების მეთოდი, დატვირთული და ყოვლისმომცველი. მე TOEFL–ის კურსებზე გავიმდიდრე ინგლისურის ლექსიკა, თანდათან შევეჩვიე რთული ტექსტების გარჩევას და როდესაც რამეს ვერ ვიგებდი, ქ–ნი ვიკა გარკვევით მიხსნიდა ყველა საკითხს. ძალიან კმაყოფილი ვარ რომ გავიარე ეს კურსი და გავიღრმავე ინგლისურის ცოდნა. დიდ მადლობას ვუხდი ამისთვის ქ–ნ ვიკას.
04.07.2008 წ.
ნინო ნინოშვილი
ნინო ნინოშვილი
პატივისცემით, უღრმესი მადლობა „ინტელექტ ცენტრი“–ს კოლექტივს. დიდი მადლობა ქალბატონ მარი შიშმანაშვილს. ძალიან კმაყოფილი დავრჩი პროფესიონალურად ჩატარებული ლექციებით. დაგროვილი გამოცდილება უკვე არის საწინდარი საკუთარი ცოდნის მომდევნო დაგროვებისა და გაღრმავებისა, ფასი რომლისაც არის პროფესიონალიზმი და სტიმული მისწრაფების საკუთარი მომავლის აშენებისა.
4.11. 2008. წ.
ვასიკო პაპავა.
ვასიკო პაპავა.
It was beautiful time, what I’ve spent here. I had good teacher. I’ll miss her. I’ve good practice and education. I wish you everything best.
I’m very glad that I accomplished English course. I love my teacher Miss Victoria and our administrator Nino. It helped me to find a job. I’ll miss you. Good by and kiss you.
I’m very glad that I accomplished English course. I love my teacher Miss Victoria and our administrator Nino. It helped me to find a job. I’ll miss you. Good by and kiss you.
17.04.08 წ.
Diana Tsitskishvili
Diana Tsitskishvili
დიდი მადლობა „ინტელექტ ცენტრს“. მოხარული ვარ, ჩემი არჩევანით, რომელიც „ინტელექტ ცენტრით“ ხასიათდება და მომავალშიც ვაპირებ ჩემი „ინტელექტის“ გაღრმავებას :–) „ინტელექტ ცენტრში“, რადგან ძალიან მომწონს ლექციების სახე, მასწავლებლების საგნის ახსნის უნარი და გადმოცემა, რაც მასწავლეს გზას უხსნის სასურველი ცოდნის მისაღებად და შემდეგ მის გასაღრმავებლად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ!!! ბედნიერ შობა–ახალ წელს გისურვებთ მთელს კოლექტივს.
26.12.2008 წ.
სულიკო ჯამრიშვილი
სულიკო ჯამრიშვილი
პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა „ინტელექტ ცენტრის“ ყველა პერსონალს ასეთი თბილი, ყურადღებიანი მიღებისათვის... პირველივე დღიდან ვიგრძენი, რომ ჩემი პრობლემა – თქვენი პრობლემა იყო... შევისწავლე ის, რაც ძალიან მჭირდებოდა და მისი უცოდინარობა ძალიან მაკომპლექსებდა... „ინტელექტ ცენტრმა“ თავდაჯერებულობა შემმატა, მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი შევძლებ აქ ისევ მოვალ სხვა პროგრამის შესასწავლად! დიდი მადლობა მარი მასწავლებელს ასეთი კარგი და განსაკუთრებული მდგომარეობისათვის! ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ. არ მეგონა, რომ ერთ ცენტრში ამდენი განსაკუთრებულად კარგი მასწავლებლები იქნებოდნენ.
გისურვებთ რომ „ინტელექტ ცენტრი“ იყოს ყველაზე ცნობადი და პოპულარული სასწავლო ცენტრი მთელს საქართველოში! თქვენ ყველაფერი საუკეთესოს ღისები ხართ!
4.04.2009 წ.
ქეთი გოგიტიძე
ქეთი გოგიტიძე
ყველას ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი ცენტრის შექმნისთვის. ძალიან კმაყოფილი დავრჩი აქ მიღებული ცოდნით. განსაკუთრებული მადლობა ჩემს პედაგოგს ჯილდა ხაჩიძეს. მალე დავიწყებ მუშაობას ბუღალტრად, რისთვისაც ვუხდი დიდ მადლობას „ინტელექტ ცენტრს“.
02.08.2009 წ.
მადონა ავრამიდი
მადონა ავრამიდი
I am very satisfied with whole experience, which I got in Intellect Centre. All my lectures passed very interesting and enjoyfull to me. My teacher gave me independence in programming. He tought to me many programming techniques.
As conclusion, I’d say and offer to other students to come & study here for havifn better future.
Student of Vasil Rekhviashvili in Java Programming
ჩემს უსაყვარლეს ადამიანებს!
მიხარია ასეთი კარგ გარემოში რომ ვიყავი მთელი 2 თვე, შევხვდი პროფესიონალებს და შევიძინე მეგობრები. მთავარი ალბათ ის არის რომ მივიღე საჭირო ინფორმაცია და გამიჩნდა ზღვა ინტერესი უფრო ბევრი ვისწავლო და გავიგო მენეჯმენტსა, მარკეტინგსა და ფსიქოლოგიაზე. მადლობა ასეთი თბილი ურთიერთობებისთვის წარმატებებს გისურვებთ! იმედია კლავ ვითანამშრომლებთ
2009 წელი
ლალი ქოჩიაშვილი
ლალი ქოჩიაშვილი
ძალიან დიდ მადლობას მოვიხდი ცოდნის მიღების და თბილი ურთიერთობისთვის, ყველანი ძალიან კარგები ხართ. მე კმაყოფილი ვარ აქ მიღებული ცოდნით და ქალბატონი მარინათი. ქალბატონო ნინო გისურვებთ ბევრი მოსწავლეები მიგეღოთ და ყველა ჩვენნაირი კმაყოფიები წასულიყვნენ. ყველას დიდ მადლობას მოგიხდით!
2009 წელი
ხატია გიგუაშვილი.
ხატია გიგუაშვილი.
დიდი მადლობა „ინტელექტ ცენტრს“ მიღებული ცოდნისთვის, განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვარ ჩვენი პედაგოგით თამუნა თევზაძით, რომელიც არის არაჩვეულებრივი, კეთილშობილი, ენერგიული,მცოდნე, ლამაზი და ძალიან, ძალიან, ძალიან საყვარელი გოგო! ყველას გავუწევთ რეკომენდაციას თამუნა თევზაძესთან.
2009 წელი
ნ. სვანიძე
მ. პაიჭაძე
ნ. სვანიძე
მ. პაიჭაძე
დიდი მადლობა „ინტელექტ ცენტრს“ მიღებული ცოდნისთვის, განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვარ ჩვენი პედაგოგით თამუნა თევზაძით, რომელიც არის არაჩვეულებრივი, კეთილშობილი, ენერგიული,მცოდნე, ლამაზი და ძალიან, ძალიან, ძალიან საყვარელი გოგო! ყველას გავუწევთ რეკომენდაციას თამუნა თევზაძესთან.
2009 წელი
ეკატერინა კვარაცხელია
ეკატერინა კვარაცხელია
ძალიან კარგი არჩევანი გავაკეთეთ რომ ავარჩიეთ თქვენი სასწავლო ცენტრი. აქ არიან პროფესიონალი მასწავლებლები. თამუნა მასწავლებელმა დრო არ დაიშურა და ყველაფერი შეგვასწავლა რაც გვჭირდებოდა და უფრო მეტიც. მისი სახით შევიძინეთ არაჩვეულებრივი მეგობარი. ძალიან მოგვენატრები! ვეცდებით ჩვენს ახლობლებს და მეგობრებს ვურჩიოთ „ინტელექტ ცენტრში“ მიიღონ ცოდნა–განათლება. დიდი მადლობა თამუნა მას!!!
30.06.2009 წ.
ელა ტერტერაშვილი
ბელა გოგოლაძე
ლია თურმანიძე
ელა ტერტერაშვილი
ბელა გოგოლაძე
ლია თურმანიძე
პირველ რიგში დიდი მადლობა მთლიან კოლექტივს, რომ არსებობს ასეთი სასწავლო ცენტრი თბილისში. სადაც შეიძლება მიიღო შენს მიერ არჩეული პროგრამის სრული ცოდნა. მარი მასწავლებელო, დიდი მადლობა ამ საქმისათვის რასაც ცოდნის გაზიარება, სწავლა ქვია დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის გფარავდეთ უფალი.
22.01.10 წ.
პატივისცემით: გია ცხომარია
პატივისცემით: გია ცხომარია
მადლობის ნიშნად ვავსებ ამ დღიურს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ბატონ გია ჭავჭავაძეს და მთლიანად ცენტრის კოლექტივს. ქალბატონ ნინოს. აქ შევიძინე არამარტო ცოდნა, არამედ გავიცანი არაჩვეულებრივად თბილი, კეთილი და მეგობრული ადამიანები. ჩემი დიდი სურვილია, რომ ეს ადამიანები არ დავკარგო. ბატონი გია არის ძალიან ძლიერი სპეციალისტი. მისგან პროფესიულ ცოდნასთან ერთად ვისწავლე ძალიან ბევრი ცხოვრებისეული საკითხი, რომელიც მომავალში აუცილებლად გამომადგება. ძალიან კმაყოფილი მივდივარ აქედან. მომავალში აუცილებლად შევისწავლი სხვა პროგრამებსაც.
გიხდით უდიდეს მადლობას და გემშვიდობებით საუკეთესო სურვილები მომავალ შეხვედრამდე.
9.03.2010
ნინო ყაველაშვილი
ნინო ყაველაშვილი
დიდ მადლობას ვუხდი „ინტელექტ ცენტრის“ კოლექტივს და განსაკუთრებით ბ–ნ გია ჭავჭავაძეს (ძალიან არ მოსწონდა „მასწ“ სახელი :d ). იგი ძალიან ძლიერი ლექტორია და პიროვნება, ასევე პრაქტიკულად შევიძინე დიდი ცოდნა არა მხოლოდ ბიზნესის დარგში, ცხოვრებისეული გამოცდილებაც მივიღე. ყოველი ლექცია საინტერესო და ახალი იყო და მახსოვს ყოველ შემთხვევაში თუ პრაქტიკული მასალა განვახორციელე და დავიწყე ბიზნესი, ნამდვილად გამომადგება ეს კურსები. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ.
9.03.2010
ქეთი ასანიძე.
ქეთი ასანიძე.
მადლობის ნიშნად ვავსებ ამ დღიურს და მადლობელი ვარ პედაგოგის თეა გოჩიტაშვილის და ასევე „ინტელექტ ცენტრის“. აქ ყველაფერს კარგად ასწავლიან. პიროვნულად კარგი ადამიანები მუშაობენ და მოსწავლეებთან კარგი დამოკიდებულება აქვთ. აქ დანერგილია სწალის კარგი მეტოდი. როცა კომპიუტერის შესწავლის მსურველი გამოჩნდება აუცილებლად თქვენთან გამოვუშვებ. აბა კარგად! გულიანი და ძვირფასი პედაგოგი ხარ. გკოცნი!
2010 წელი.
ლია გასიტაშვილი
ლია გასიტაშვილი
დიდი მადლობის ნიშნად ვავსებ ამ დღიურს და მადლობელი ვარ პირველ რიგში ქ–ნ მარინასი, რომელმაც სრულიად გასაგებად, რეალურად და ადვილად შესასწავლი მეთოდით ჩამიტარა საბუღალტრო აღრიცხვის კურსები. ყოველთვის დიდი სიხარულით მოვდიოდი დილის 10 სთ–ზე, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად არ მიყვარს დილით ადგომა. ნუ... მარი, მარი მოვლენაა... ადამიანი საუკეთესო თვისებებით შემკობილი, გულისხმიერი, თვითონაა კომპიუტერი, არანორმალურ რეჟიმშიც რომ ინარჩუნებს მის თვისებებს საუკეთესო კუთხით.
განსაკუთრებული მადლობა მთელ „ინტელექტ ცენტრს“ ყურადღებისთვის, გულისხმიერებისთვის, მოსწავლეებისთვის საუკეთესო სიტუაციის შექმნისთვის. განსაკუთრებით ნინოს, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, ჩემი პირველი კომპიუტერის მასწავლებელი, გულითადი, ერთგული, ნებისყოფიანი, შრომისმოყვარე... 2003 წელს გავიცანი პირველად ეს ჯგუფი, შემდეგ ბევრი ვიარე თუ ცოტა, მაინც ბოლოს აქ მოვედი, უკვე 2010 წელია. მართლაც რომ პროფესიონალთა ჯგუფია თითოეული. მართალია ის, რომ სწორი არჩევანი წარმატების საწინდარია. „ინტელექტ ცენტრი“ კი ამ ყველაფრის რეალიზებაში რეალურად გეხმარება. წარმატებებს გისურვებთ მთელი გულით! ყველანი ერთმანეთზე უკეთესები ხართ! მიყვარხართ! ძლიერი ყოველთვის იმარჯვებს, რაც თქვენ ამ ხნის მანძილზე არსებობით დაამტკიცეთ კიდეც! გკოცნით ყველას!!!
2010 წელი.
ია პეტაშვილი
ია პეტაშვილი