მიმდინარეობს მიღება. შეგიძლიათ შეავსოთ მსმენელის ბარათი
მათთვის, ვინც უკვე გაიარა თეორიული კურსები საბუღალტრო აღრიცხვაში და სურს მუშაობის დაწყება ბუღალტრად, მაგრამ არ ყოფნით შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება, რათა დამოუკიდებლად აწარმოონ საბუღალტრო და საგადასახადო დოკუმენტაცია, ან არიან ახალბედა ბუღალტრები, რომელთაც ესაჭიროებათ მეტი პრაქტიკული (თეორიული და კომპიუტერული) საბუღალტრო უნარ–ჩვევების შეძენა და პრაქტიკაში რეალიზება, ასევე მათთვის, ვინც ადრე მუშაობდა ბუღალტრად, ვიდრე საერთაშორისო სტანდარტებით მოხდებოდა ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება – შპს ,,ინტელექტ ცენტრი“ გთავაზობთ ორთვიან სტაჟირებას პრაქტიკულ და კომპიუტერულ ბუღალტერიაში.
პროგრამა მოიცავს:
- პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება;
- საბანკო და სალარო ოპერაციების მოწესრიგება;
- სახელფასო უწყისის მომზადება;
- ანგარიშსწორება მყიდველებთან და მომწოდებლებთან;
- ვაჭრობა–წარმოება, რომელიც მოიცავს პროდუქციის წარმოებასა და საწყობში საქონლის მოძრაობის აღრიცხვას და განკუთვნილია სავაჭრო და საწარმოო ორგანიზაციებისთვის;
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
- კორექტირება საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვიანობას შორის;
- მოგება–ზარალის ანგარიშგების შედგენა;
- გადასახადებსა და დეკლარაციების შევსება;
- ხელშეკრულებების, აქტების ჩამოყალიბება;
- უახლოეს ცვლილებები სსკ–ში;
- თეორიული მასალის ნაწილი, ტესტების და ამოცანების დამუშავება. პრაქტიკული სავარჯიშოები;
სტაჟიორი შეძლებს:
დამოუკიდებლად აწარმოოს ორგანიზაციის საბუღალტრო საქმიანობა.
სტაჟიორს მიეცემა შესაბამისი რეკომენდაცია სამსახურში წარსადგენად.
კურსის ხანგრძლივობა:
ორი თვე - 24 ლექცია
ღირებულება:
თვეში 150 ლარი 3-4 კაციან ჯგუფში.
თვეში 180 ლარი 2 კაციან ჯგუფში.
თვეში 200 ლარი ინდივიდუალურად.
